Monday, December 10, 2012

თამარ მეფე - ბიოგრაფია


ცხოვრება
თამარი მეფე გიორგი III-ისა და მისი მეუღლის ბურდუხანის უფროსი ქალიშვილი იყო. ბურდუხანი თავის მხრივ ოვსთა მეფე ხუდანის ქალიშვილი გახლდათ. მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა მისი გარდაცვალების შემდეგ უთანხმოებების წარმოქმნისგან თავის ასარიდებლად. 1184-იდან, გიორგი III - მ თავისი ძმის შვილი დემნა (დიმიტრი ) უფლისწული სასტიკად აწამა . დემნა უფლისწულმა მოითხოვა კუთვნილი ტახტი , საქართველოს წესდების თანახმად ტახტი ვაჟს ეკუთვნოდა შესაბამისად დემნა უფლისწული კანონიერ ტახტს ითხოვდა , მაგრამ გიორგი III - მ გადაწყვიტა რომ თამარი ბევრად კარგად გაუძღვებოდა საქართველოს და დემნა უფლისწული დილეგში ჩააგდო , რამდენიმე ხანი საკვები არ მიაწოდა და დემნა უფლისწულიც გარდაიცვალა ამიტომაც ტახტზე 18 წლის თამარი ავიდა რომლებსაც უამრავი მტერი ჰყავდათ იმის გამო რომ ეგონათ , საქმეს ვერ გაუძღვება ქალიო.








  

თამარის გამეფებისთანავე ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. უპირველეს ყოვლისა მათ თამარი ხელახლა აკურთხეს მეფედ, რითაც ხაზი გაუსვეს თავიანთ უფლებებს. თამარი იძულებული გახდა ზოგი რამ დაეთმო: გადააყენა გიორგი III-ის მიერ აღზევებული უერთგულესი მოხელეები ამირსპასალარ-მანდატურთუხუცესი ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი. ამის შემდეგ მეფის ხელისუფლების შეზღუდვის მოთხოვნით გამოვიდა მეჭურჭლეთუხუცეს ყუთლუ-არსლანის დასი. 1185 გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს მისი სურვილის წინააღმდეგ შერთო ანდრია ბოგოლიუბსკის შვილი იური (გიორგი). ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. იურის მოწვევისა და შემდეგ განდევნის მიზეზი უნდა იყოს მეფისა და მისი მოწინააღმდეგე ფეოდალების დაჯგუფებათა ინტერესების დაპირისპირება და ის შინაკლასობრივი ბრძოლა, რომელიც თამარის მეფობის პირველ წლებში გამწვავდა. პირველ დამარცხებათა შემდეგ თამარმა თანდათან განიმტკიცა პოზიციები და მაღალ თანამდებობაზე თავისი მომხრეები დააწინაურა. დაახლოებით 1189 (ან 1187) იქორწინა დავით სოსლანზე, რომლისგანაც შეეძინა ორი შვილი - ლაშა და რუსუდანი.



მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო ფეოდალებმა (მეჭურჭლეთუხუცესი ვარდან დადიანი, სამცხის სპასალარი ბოცო ჯაყელი, გუზან ტაოელი) 1191 აჯანყება მოაწყვეს და ბიზანტიაში მყოფი თამარის ქმარყოფილი იური საქართველოში შემოიყვანეს. თამარმა ჯერ მოლაპარაკებით სცადა საქმის მოგვარება, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ლაშქარი გაგზავნა და აჯანყებულები დაამარცხა. იური ისევ გააძევეს, ხოლო მოღალატე ფეოდალთა თანამდებობაზე მეფემ თავისი მომხრეები დანიშნა. 1193 იურიმ რანის ათაბაგის დახმარებით ისევ სცადა ბედის შემობრუნება, მაგრამ ეს ცდაც უშედეგოდ დამთავრა.

თამარმა დაამარცხა მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო დიდებული ფეოდალები, ოპოზიცია იძულებული გახდა დამორჩილებულიყო. მეფემ სასტიკად ჩაახშო სახელმწიფო ვალდებულებათა წინააღმდეგ მიმართული მთიელთა (ფხოველთა, დიდოელთა) აჯანყება (დაახლოებით 1212), რომელიც 3 თვეს გაგრძელდა.

დავით აღმაშენებლის რეფორმები


დავით IV-მ თავისი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაშიც. მას ეკუთვნის ორიგინალური პოეტური ნაწარმოები "გალობანი სინანულისანი", რომელიც შუა საუკუნეების ქართული კულტურის იდეოლოგიური და ესთეტიკური მრწამსის გამოხატულებაა. იგი ეძღვნება სასულიერო ლირიკაში ღრმად დამუშავებულ (ეფრემ ასურის, იოსებ და თეოდორე სტუდიტეების, ანდრია კრეტელის, იოანე დამასკელის და სხვათა საგალობლები) სინანულის მოტივს. საგალობელში გადმოცემულია ზოგადსაკაცობრიო სევდა.დავით IVთავს ადარებს უმძიმესი ცოდვის ჩამდენთ და გამოთქვამს აზრს, რომ არ არსებობს დანაშაული, რომელიც მის სულს არ ამძიმებდეს. თავის ასეთ დამდაბლებაში ვლინდება ზნესრული ადამიანის მაღალი ეთიკური მრწამსი. დავით IV-ის საგალობელში შეცოდებათა შეგნებით უკვე დაძლეულია ცოდვა და ადამიანის დაცემით გამოწვეულ სევდას ახლავს ნათელი ტონები ადამიანის სრულქმნის ღრმა რწმენისა. "გალობანი სინანულისანი" ქართული ლირიკის შედევრთა რიგში შეიძლება დავაყენოთ, რადგან მასში ავტორის ინდივიდუალური განცდა ამაღლებულია ზოგადსაკაცობრიო ტკივილამდე და მეფის ღაღადი თავის ცოდვილ ბუნებაზე საზ. რეზონანს იძენს.


დავით IV-ის ეპოქა იყო მწვავე კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლების ხანა. ქვეყნის სიძლიერისა და ცენტრალიზაციის შენარჩუნებას მეფე შინაკლასობრივი მტრების (ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვარიანები) დათრგუნვისა და მოსახლეობის ექსპლუატაციის ხარჯზე ახერხებდა. მთელი მისი მოღვაწეობა ემსახურებოდა ფეოდალური საქართველოს გაძლიერება-ცენტრალიზაციას.
დავით IVაღმაშენებელი (დ. 1073, ქუთაისი ― გ. 24 იანვარი. 1125), საქართველოს მეფე 1089-1125, გიორგი II-ის ძე, ბაგრატიონთა დინასტიიდან. ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მონარქი, მოახერხა თურქ-სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწების საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა. ქრისტიანული კულტურის წამხალისებელი და თავად თავდადებული ქრისტიანი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული.
აღმშენებლობა

დავით აგმაშენებლის საგარეო პოლიტიკა




დავით IV აღმაშენებელი (დ. 1073, ქუთაისი ― გ. 24 იანვარი. 1125), საქართველოს მეფე 1089-1125, გიორგი II-ის ძე, ბაგრატიონთა დინასტიიდან. ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მონარქი, მოახერხა თურქ-სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწების საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა. ქრისტიანული კულტურის წამხალისებელი და თავად თავდადებული ქრისტიანი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული.
აღმშენებლობა


დავით IV დიდად უწყობდა ხელს ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას. მან შეღავათიანი პირობები შეუქმნა ვაჭრებს, ააგო ხიდები, გზები, ააშენა ფუნდუკები, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ვაჭრებს უფასოდ შეეძლოთ ღამისთევა. ამის შედეგად XII საუკუნის I მეოთხედში საქართველოში საქალაქო ცხოვრება განსაკუთრებით დაწინაურდა.
დავით IV-ის სახელთანაა დაკავშირებული გელათის ტაძრის მშენებლობა (დაუწყიათ 1106). მანვე დააარსა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა ― გელათის აკადემია. დავით IV-ის განკარგულებით ააგეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიომღვიმეში.ფრესკა, გელათი






დავით IV-ის კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობის შესახებ ქართველი ისტორიკოსების გარდა მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან სომეხი მემატიანეები და მაჰმადიანი მწერლები. ისინი გვამცნობენ, რომ მეფეს ბიზანტიაში გაუგზავნია ახალგაზრდები ცოდნის მისაღებად; ცალკე სახლი აუგია მაჰმადიან მეცნიერთა, ფილოსოფოსთა და პოეტთათვის და თურმე ნივთიერადაც ეხმარებოდა მათ, ხანგამოშვებით კი საზეიმო დარბაზობასაც უმართავდა.
დავით IV-მ თავისი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაშიც. მას ეკუთვნის ორიგინალური პოეტური ნაწარმოები "გალობანი სინანულისანი", რომელიც შუა საუკუნეების ქართული კულტურის იდეოლოგიური და ესთეტიკური მრწამსის გამოხატულებაა. იგი ეძღვნება სასულიერო ლირიკაში ღრმად დამუშავებულ (ეფრემ ასურის, იოსებ და თეოდორე სტუდიტეების, ანდრია კრეტელის, იოანე დამასკელის და სხვათა საგალობლები) სინანულის მოტივს. საგალობელში გადმოცემულია ზოგადსაკაცობრიო სევდა. დავით IV თავს ადარებს უმძიმესი ცოდვის ჩამდენთ და გამოთქვამს აზრს, რომ არ არსებობს დანაშაული, რომელიც მის სულს არ ამძიმებდეს. თავის ასეთ დამდაბლებაში ვლინდება ზნესრული ადამიანის მაღალი ეთიკური მრწამსი. დავით IV-ის საგალობელში შეცოდებათა შეგნებით უკვე დაძლეულია ცოდვა და ადამიანის დაცემით გამოწვეულ სევდას ახლავს ნათელი ტონები ადამიანის სრულქმნის ღრმა რწმენისა. "გალობანი სინანულისანი" ქართული ლირიკის შედევრთა რიგში შეიძლება დავაყენოთ, რადგან მასში ავტორის ინდივიდუალური განცდა ამაღლებულია ზოგადსაკაცობრიო ტკივილამდე და მეფის ღაღადი თავის ცოდვილ ბუნებაზე საზ. რეზონანს იძენს.
დავით IV-ის ეპოქა იყო მწვავე კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლების ხანა. ქვეყნის სიძლიერისა და ცენტრალიზაციის შენარჩუნებას მეფე შინაკლასობრივი მტრების (ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვარიანები) დათრგუნვისა და მოსახლეობის ექსპლუატაციის ხარჯზე ახერხებდა. მთელი მისი მოღვაწეობა ემსახურებოდა ფეოდალური საქართველოს გაძლიერება-ცენტრალიზაციას.
დავით IV აღმაშენებელი (დ. 1073, ქუთაისი ― გ. 24 იანვარი. 1125), საქართველოს მეფე 1089-1125, გიორგი II-ის ძე, ბაგრატიონთა დინასტიიდან. ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მონარქი, მოახერხა თურქ-სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწების საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა. ქრისტიანული კულტურის წამხალისებელი და თავად თავდადებული ქრისტიანი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული.
აღმშენებლობა